აცანის ძლიერი ლოკალური მაგნიტური ანომალიის კვლევა ბუნებრივი მაგნიტოთერაპიული კურორტის საბაზო მოდელის შექმნის მიზნით

კ. ქართველიშვილი, გ. ბერიშვილი, ნ. მებაღიშვილი et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2019

დაბალმთიანი გურიის (სოფ. აცანა) ტერიტორიაზე ლოკალური ინტენსიური გეომაგნიტური ანომალიების ფაქიზი სტრუქტურის შესასწავლად ჩატარებულია მაგნიტომეტრული კვლევები. აღნიშნული კვლევების საფუძველზე გამოვლენილია მრავალი ინტენსიური ლოკალური ანომალია მნიშვნელოვანი სიდიდის ჰორიზონტალური გრადიენტებით. \nაცანის ანომალიების ტერიტორიაზე, კოსმოსური ამინდის ძირითადი ელემენტის - გეომაგნიტური ველის ვარიაციების ლოკალური ბიოსამედიცინო ეფექტების თავისებურებების კვლევები საშუალებას მოგვცემს დავსვათ საკითხი ბუნებრივი მაგნიტოთერაპიული კურორტის ბაზისური მოდელის შექმნის შესახებ.

Cited by 0 works. Open-access PDF

Authors