ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის სამხრეთი ტერიტორიის დაფარული არქეოლოგიური ძეგლების გეორადიოლოკაციური ძიების შედეგები

დ. ოდილავაძე, თ. ჭელიძე, ნ. ღლონტი et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2019

თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი და \nექსპერიმენტალური სექტორის თაოსნობით, ხობის \nღვთისმშობლის მიძინების მონასტრის გალავანის შიდა \nტერიტორიის სამხრეთ ნაწილში ჩატარდა \nარქეოგეორადიოლოკაციური სამუშაოები. \nგეორადიოლოკაციური სამუშაო მიზნად ისახავდა \nტერიტორიის სამხრეთის მხარეს არქეოლოგიური \nკვლევებისთვის პერსპექტიული საკვლევი უბნის საზღვრების \nდადგენა- შემოფარგვლას. \nხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის სამხრეთ \nტერიტორიის გეორადიოლოკაციური პროფილების, \nდაფიქსირებული რადიოსახეების ორ და სამგანზომილებიანი \nსივრცული ინტერპრეტაციის მიხედვით შემოიფარგლა \nპერსპექტული უბანი. აღნიშნულ უბანზე შესრულებულმა \nარქეოლოგიურმა კვლევებმა ფოტოგრაფიულად დაადასტურეს \nრადაროგრამებზე გამოკვეთილი სავარაუდო ობიექტების \nრეალურად არსებობა , მათი ლოკაცია და მათი რაობა.

Cited by 0 works. Open-access PDF

Authors