წყალშემცველი ფენის სიღრმის და სიმძლავრის დადგენა გეოფიზიკური (ელექტროძიების) მეთოდით საჩხერის მუნიციპალიტეტის მაგალითზე
Tamar Razmadze-Brokishvili, ნ. ვარამაშვილი, გ. მელიქაძე et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2019
ნაშრომში წარმოდგენილია, ელექტროძიების მეთოდით, \nსაჩხერის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო სასმელი წყლის \nდეფიციტის დაძლევის მიზნით მიწისქვეშა წყლების ძიების \nეფექტურობის კვლევა. კვლევები განხორციელდა ძიების \nელექტრული მეთოდის, კერძოდ წინაღობის მეთოდის \nგამოყენებით. გაზომვები ჩატარდა სოფ. სავანეს ჩრდილოეთით, \nმდ. ყვირილას მარცხენა ნაპირის მიმდებარე ტერიტორიაზე. \nსაერთო ჯამში გაკეთდა 26 ვერტიკალური ელექტრული \nზონდირების (ვეზ) პროფილი. დამუშავდა თითოეული \nპროფილიდან მიღებული „ვეზ“-ის მრუდები, მიღებული \nმონაცემების საფუძველზე შეიქმნა წინაღობების განაწილების \nცხრილი და მიღებული შედეგების საფუძველზე გამოიკვეთა \nსამი ფენა. ზედაპირიდან პირველი თიხის ფენაა, 5-30 ომ.მ \nწინაღობით და წყლის ცუდი შეღწევადობით. მეორე მთავარი \nწყალშემცველი ფენა გაყოფილია სამ ქვეფენად: ზევიდან \nპირველი „მშრალი ქვიშა“ წინაღობით 450-2500 ომ.მ. მის ქვეშ \nმეორე ფენა წინაღობით 30-150 ომ.მ. და ქვედა ფენა \n„გაჯერებული ქვიშა“ წინაღობით 30-150 ომ.მ. მესამე ფენა ასევე \nშეიცავს თიხას და მისი წინაღობაა 5-30 ომ.მ.
Cited by 0 works. Open-access PDF