მდინარე ვერეს ხეობის მიკროკლიმატის შემაშფოთებელი ფაქტორები და მათი გავლენა წყალმოვარდნების ინტენსივობაზეა
ა. ამირანაშვილი, ზ. კერესელიძე, მ. მიტინი et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2018
მდინარე ვერეს ხეობაში 13.06.2015 წლის კატასტროფული წყალმოვარდნის გამომწვევი ტექნოგენური მიზეზი, რომელიც ამ მდინარის ბუნებრივი კალაპოტის ხელოვნური დახურული გვირაბებით ცვლილებაში მდგომარეობს, შეიძლება გარკვეულად მივიჩნიოთ. თუმცა, ამ მოვლენის წინმსწრები იყო ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები და ხეობის ურბანიზაცია, რამაც გამოიწვია მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და დიდი მატერიალური ზარალი. მსგავსი მასშტაბის მქონე წყალმოვარდნის განმეორება მომავალში გამორიცხული არ არის, მითუმეტეს გადაჭარბებული ურბანული ზეწოლის პირობებში. ამ ნეგატიური ფაქტორის გავლენა ხეობის ლოკალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მახასიათებლებზე შესაძლებელია პრანდტლის ცნობილი მოდელის გამოყენებით. მოცემულ ნაშრომში მოხდა ამ მოდელის მოდიფიკაცია ტემპერატურული ველის შეშფოთების სასაზღვრო პირობების ცვლილების დაშვების ფარგლებში, რაც თვისებრივად შესაძლებელია ნებისმიერი პატარა მთის მდინარის კანიონში. ამ მოდელის საშუალებით, ტემპერატურული ველის მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ვერეს ხეობის ისეთი დინამიკური სურათის აგება, რომელშიც ცხადად იქნება წარმოჩენილი ოროგრაფიული და ურბანული ფაქტორების წვლილი ლოკალური ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ფორმირებაში.
Cited by 0 works.