საქართველოს ტეროტორიაზე მიწისძვრის წინამორბედების გამოვლენა ჰიდროდინამიკური მონიტორინგის მეშვეობით

გ. მელიქაძე, გ. კობზევი, თ. ჯიმშელაძე et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2014

რეალურ დროში, ტექტონიკური პროცესების მონიტორინგისა დასეისმური მდგენელის გამოყოფის მიზნით, შემუშავდა ჰიდროდრინამიური დაკვირვების სპეციალური მეთოდი. მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოვლინდა ა, ბ, ც კოეფიციენტების ცვალებადობა, როგორც სეისმური მოვლენის დროს ასევე მის წინა პერიოდში, რაც ადასტურებს, წყლის დონის, როგორც ტექტონიკური პროცესების ინდიკატორის ინფორმატიულობას. შემუშავდა მეთოდიკა, დაკვირვების მონაცემებიდან გეოდინამიკური მდგენელის გამოყოფის და მისი დროში და სივრცეში განაწილების კანონზომიერების დადგენის მიზნით. კვლევების თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ემთხვევა მაქსიმალური გრადიენტის ზონას დეფორმაციის ველში. რაჭის მიწისძვრის მომზადების პერიოდში,წყლის დონისანომალიური რღვევები იქნა დაფიქსირებული მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მიუთითებს დეფორმაციული პროცესების დიდ ფართობზე განვითარებას. ასევე განხილულია ძლიერი მიწისძვრების დროს, წყლის დონის ანომალური რღვევების ვიზუალიზაციისათვის შემუშავებული სიჩქარეების მეთოდი და მისი მნიშვნელობა.

Cited by 0 works.

Authors