აღმოსავლეთ საქართველოში გვალვიან პირობებში მდინარეთა ჩამონადენის ფორმირება

ნ. ა. ბეგალიშვილი, თ. ცინცაძე, კ. ლაშაური et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2014

თბილი, სავეგეტაციო და აგრეთვე ივლისის პერიოდებისათვის დადგენილია მდ. ალაზნის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენის ანალიზური კავშირი წყალშემკრებზე განვითარებული გვალვიანობის მახასიათებელთან – ჰიდროთერმულ კოეფიციენტთან. რისთვისაც გამოყენებულია ჩამონადენის ემპირიულ-სტატისტიკური და წყალბალანსური მოდელები. \nშესწავლილია გვალვის პირობებში ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი. ჩამონადენის შეფასებებში გათვალისწინებულია თბილი სეზონის თვეების მაქსიმალურ ტემპერატურათა და მინიმალურ ნალექთა ჯამების მრავალწლიანი დაკვირვებების მნიშვნელობები. \nშემოთავაზებული მეთოდი შებრუნებული ამოცანის განხილვის საშუალებას იძლევა რითაც ჩამონადენის დაფიქსირებული ან საპროგნოზო მნიშვნელობის მიხედვით შესაძლებელია გვალვიანობის ინტენსიურობის კლასის დადგენა და წინასწარმეტყველება.

Cited by 0 works. Open-access PDF

Authors