გეოფიზიკური მონაცემებით გეოლოგიის ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის შესახებ

პ. მინდელი, ნ. გამყრელიძე, ო. იავოლოვსკაია et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2018

სტატიაში განხილულია საქართველოს ტერიტორიის გეოფიზიკური შესწავლილობის მდგომარეობა პლიტური ტექტონიკის კონცეფციის ასპექტში. ნათქვამია, რომ ტერიტორიის გეოფიზიკური მეთოდებით შესწავლას ნახევარსაუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, დაგროვილია უნიკალური პირველადი გეოფიზიკური მასალა, რომლის ერთიანი დამუშავება და განზოგადოება ჯერაც არ მომხდარა, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის გეოლოგიურ-გეოფიზიკურ შესწავლილობაზე და ალპურ-ჰიმალაის ტექტონიკური სარტყლის რაობაზე, რადგან კავკასია (საქართველო) წარმოადგენს აღნიშნული სარტყლის ცენტრალურ საკვანძო ნაწილს. \nსაფონდო გეოფიზიკური მასალის ხელახალი ინტერპრეტაცია გამოწვეულია აგრეთვე მობილისტური პლიტური ტექტონიკის თეორიით, რაც მნიშვნელოვნად ცვლის რეგიონის განვითარების ისტორიას და გენეზისს. \nმოკლედ გადმოცემულია ტერიტორიის გეოფიზიკური შესწავლილობის დონე და ნახშირწყალბადების ძებნა-ძიების თვალსაზრისით სიღრმული აგებულება. განიხილება გეოლოგიის ზოგიერთი პრობლემის გეოფიზიკური მონაცემებით გადაწყვეტის შესაძლებლობა

Cited by 0 works.

Authors