Гидрологический режим бассейна реки Иори и необходимость интегрированного управления водными ресурсами
ნ. კაპანაძე, ი. მკურნალიძე, Н.И. Капанадзе et al. · Georgia Integrated Library Information System Consortium's Digital Repositary (Tbilisi State University) · 2026
სტატიაში განხილულია მდინარე იორის აუზში წყლის რესურსების ფორმირების, განაწილებისა და გამოყენების თავისებურებები თანამედროვე კლიმატური და ანთროპოგენული ზემოქმედების პირობებში. ჩატარებულია ჰიდროლოგიური და კლიმატური მონაცემების ანალიზი, რის საფუძველზეც შეფასებულია ჩამონადენის სეზონური რეჟიმი და მისი ცვლილების ტენდენციები. გამოვლენილია წყლის რესურსების დეფიციტის მასშტაბები სხვადასხვა უზრუნველყოფის პირობებში და შეფასებულია სარწყავი სისტემების ეფექტიანობა. ნაჩვენებია, რომ ზაფხულის პერიოდში ჩამონადენის შემცირება და წყალმოხმარების ზრდა მნიშვნელოვნად ამძიმებს წყლის ბალანსს და იწვევს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. კვლევის შედეგები მიუთითებს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის (Integrated Water Resources Management - IWRM) პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვის აუცილებლობაზე, რაც მოიცავს მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ინსტიტუციური კოორდინაციის გაუმჯობესებას და ნალექთა ხელოვნური რეგულირების ღონისძიებების ინტეგრაციას. მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას მდინარე იორის აუზში წყლის რესურსების მდგრადი მართვის სტრატეგიების შემუშავებისათვის.
Cited by 0 works. Open-access PDF