პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხისა და დანერგვის სიჩქარის გაზრდა CI/CD - ის საშუალებით DevOps-ში
Кавтарадзе Зураб Ревазович, G. Kuchava · Zenodo (CERN European Organization for Nuclear Research) · 2024
პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების თანამედროვე გარემოშიDevOps-ის პრაქტიკის გამოყენება აუცილებელი გახდა ორგანიზაციებისთვის,რომელთა მიზანი განვითარების სწრაფი ტემპი და მომხმარებლების მზარდიმოთხოვნების მყისიერი დაკმაყოფილებაა. წარმოდგენილი კვლევის მიზანი კისწორედ იმის ჩვენებაა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი გამოწვევების DevOps - ისუწყვეტი ინტეგრაციისა და უწყვეტი მიწოდების პრაქტიკით გადაჭრა.ნაშრომში ნაჩვენებია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისსტანდარტული და DevOps მიდგომების შედარება, ხაზგასმულია DevOps - ისუპირატესობა და განხილულია ამ უკანასკნელის განსახორციელებლად საჭიროპრაქტიკები / მიდგომები, განსაკუთრებული ფოკუსი კი მიმართულია უწყვეტინტეგრაციასა და მიწოდებაზე (Continuous Integration / Continuous Delivery – CI / CD).გაანალიზებულია თანამედროვე CI/CD ინსტრუმენტები - Jenkins, GitLab CI/CD, CircleCI, TravisCI, Azure DevOps, მათი ფუნქციები, კონკურენტული უპირატესობები დასისუსტეები. მოხსენიებულია საზომებიც - მიწოდების სიხშირე, ცვლილებებისგანხორციელების დრო, აღდგენის საშუალო დრო, ხარვეზიანი ცვლილებებისპროპორცია - რომელთა დახმარებითაც ორგანიზაციებს მუშაობის ეფექტურობისშეფასება შეუძლიათ. კვლევის დასკვნით ეტაპზე, ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამულიუზრუნველყოფისა და CI/CD pipeline - ის დახმარებით ნაჩვენებია თუ როგორშეიძლება ხარისხისა და უსაფრთხოების შემოწმების თანამედროვე ინსტრუმენტებისCI/CD pipeline - ში ინტეგრირებით ხარვეზების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა დაპროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გაზრდა. ხაზგასმულია, რომ CI/CDპრაქტიკის დანერგვითა და ავტომატიზირებული პროცესების გამართვით,ორგანიზაციებს შეუძლიათ ადამიანური რესურსების დაზოგვა და პროდუქტისმომხმარებლამდე უფრო სწრაფად მიტანა. In today's software development environment, the use of DevOps practices has becomea must for organizations whose goal is a fast pace of development and immediate satisfactionof the growing demands of users. The purpose of the presented research is to show how suchchallenges can be solved by the practice of continuous integration and continuous delivery ofDevOps.The paper shows a comparison of standard and DevOps approaches to softwaredevelopment, highlights the advantages of DevOps and discusses the practices/approachesneeded to implement the latter, with a special focus on continuous integration and delivery(Continuous Integration/Continuous Delivery – CI/CD). Modern CI/CD tools - Jenkins, GitLabCI/CD, Circle CI, TravisCI, Azure DevOps, their functions, competitive advantages andweaknesses are analyzed. Metrics – deployment frequency, lead time for changes, mean timeto recovery, change failure rate - are also mentioned, with the help of which organizations canevaluate the effectiveness of work.At the final stage of the research, with the help of our developed software and CI/CDpipeline, it is shown how by integrating modern quality and security inspection tools into theCI/CD pipeline, defects can be detected at an early stage and software quality can be increased.It is emphasized that by implementing CI/CD practices and running automated processes,organizations can save human resources and deliver products to customers faster.
Cited by 0 works. doi:10.5281/zenodo.21773126